პროექტის შესახებ
- უკანასკნელ წლებში მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, აღინიშნება გარემოს პირობების გაუარესება.. გარემოს დაბინძურების მასშტაბები ისე გაიზარდა, რომ იგი გამოუსწორებელი შედეგებით ემუქრება არა მხოლოდ ფლორასა და ფაუნას, არამედ ადამიანთა ჯანმრთელობას. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე პირობებში გაჭუჭყიანებული გარემო-ბუნება არ წარმოადგენს ბუნების პროცესების თავისთავადი მიმდინარეობის შედეგს, არამედ მას ქმნის ადამიანთა არასწორი დამოკიდებულება. ადამიანის მიერ ბუნებრივი რესურსების ინტენსიურმა ათვისებამ და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებამ, განაპირობა ეკოსისტემების ცვლილება და პლანეტის ყველა რეგიონში ბიომრავალფეროვნების დაკარგვა.
- გარემოს დაბინძურება ერთერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რომელიც მთელ რიგ შემთხვევაში იწვევს როგორც ინდივიდების დაღუპვას, ისე ჰაბიტატების დაზიანებას. თავის მხრივ პესტიციდების გამოყენება, მჟავა წვიმები და გლობალური დათბობა გავლენას ახდენს როგორც ხმელეთის, ისე წყლის ეკოსისტემებზე, რაც მრავალი სახეობის დაკარგვას იწვევს.
- კლიმატის ცვლილება ბიომრავალფეროვნების კლების კიდევ ერთი გამომწვევი მიზეზია. ცოცხალ ორგანიზმებს უწევთ შეეგუონ ახალ გარემოპირობებს, შესაბამისად, სახეობები, რომლებიც ამას ვერ შეძლებენ, გაიზიარებენ იმ წინამორბედთა ბედს, რომლებიც აქამდე არსებულ კლიმატის ცვლილებას შეეწირნენ. არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ კლიმატის ცვლილების შედეგად გაიზრდება აქამდე უცნობი ვირუსული და ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკიც, რაც ნეგატიურად იმოქმედებს არა მარტო ბიომრავალფეროვნებაზე, არამედ ადამიანზეც.
- მოსწავლეებმა აქტუალურად, გარემოს დაცვის მიმართულებით, სწორედ ნარჩენების პრობლემა გამოკვეთეს. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებს სჭირდებათ ამ კუთხით მეტი ინფორმაციის მიღება/დამუშავება და კვლევის და მიზნობრივი ქმედებების პრაქტიკულად განხორციელების გზით ცოდნის გაღრმავება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს მოსწავლეთა მზაობაზე - ისინი აქტიურად არიან ჩართული სასწავლო პროცესში, სადაც პროექტულ სწავლებას ენიჭება უპირატესობა.
- მოსწავლეებს აქვთ სურვილი და შინაგანი მოტივაცია, რომ დაიცვან გარემო, მეტი შეიცნონ ნარჩენების უკონტროლო განთავსებით გამოწვეულ საფრთხეებზე და სხვასაც გაათავისებინონ გარემოს დაცვის მნიშვნელობა. მიზნის მიღწევაში მათ დაეხმარება კარგად დაგეგმილი სასკოლო პროექტი, მკაფიოდ განსაზღვრული აქტივობებით.
- ესგ-ზე დაყრდნობით შემუშავებულ, სასკოლო სასწავლო გეგმის მიხედვით ყველა საგანს გამჭოლ ხაზად გასდევს საგნებს შორის ინტერდისციპლინური და მულტიდისციპლინური სწავლების მეთოდიკა, ამასთა , ძირითადი პრიორიტეტულ თემებიდან ერთერთის, კერძოდ, გარემოს დაცვის მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება.
- ბუნებრივია, გარემოს დაცვითი საკითხების მიმართ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება საგანთა შორის კოლაბორაციების გარეშე ვერ განხორციელდება.
Комментарии
Отправить комментарий